ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე აქციის მონაწილეებისა და პოლიციის საპასუხო ქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.