ქალი დეპუტატების მიმართვა

24 იანვარი 2025, 12:07 123 ნახვა

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს - საზოგადოება ითხოვს გამომცემლობა „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის გათავისუფლებას, რომელიც მე-13 დღეა დაკავებულია და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამ მოთხოვნით ამჯერად ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარ თავისუფლებას არ დაუთმობს რეჟიმს, რომელიც რუსული მეთოდებით ებრძვის თავისუფალ მედიას.
მათი შეფასებით, საქართველოში დღეს არის მცდელობა, რუსული ტირანია დამყარდეს. პოლიტიკოსები მოითხოვენ, შეცვალოს პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნა. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას წერილი გაუგზავნეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში