საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ბორჯომთან, სოფელ ციხისჯვარიდან სამ კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:31 საათზე დაფიქსირდა.