ჟურნალისტი გოგი მურვანიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 55 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში აქვს გატარებული. მუშაობდა მხატვრულ-მუსიკალურ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე კი აშუქებდა სპორტს.
არის აჭარის და საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე. ყოველწლიურად იმსახურებდა წლის სპორტული ჟურნალისტის ჯილდოს. იგი წლების განმავლობაში იყო სპორტული კომენტატორი. მიღებული ჰქონდა "საპატიო ბათუმელის" წოდებაც.
აჭარის მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს გოგი მურვანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.