აქცია სოფელ ქვედა კვირიკეში. მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზის მოუწესრიგებლობა ქობულეთი -კვირიკეს დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გადაკეტვით გააპროტესტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზების მოპირკეთების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს და მერიას მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. სოფლის მცხოვრებლები აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე შეხვდა, სულხან მოწყობილის განცხადებით ყველა პრობლემური გზა აღრიცხულია და ეტაპობრივად მოწესრიგდება, თუმცა სულხან ის კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.