ბეშუმში მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებისთვის დაკანონება გრძელდება, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელის ინფორმაციით ერთი წლის განმავლობაში მათთან 500-მდე განცხადება შევიდა , მათგან დაახლოებით 70 %-ი დადებითად გადაწყდა.
მოქალაქეს რომელსაც კურორტ ბეშუმში მიწა აქვს გასაფორმებელი, საჯარო რეესტრში სამი მოწმის ჩვენება, უნდა წარადგინოს რომ ნამდვილადაა მისი საცხოვრებელი და 2007 წლიდან სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, პირობითად დაზუსტებული საკადასტრო ნახაზი და ოჯახის შემადგენლობაზე თანხმობა, რეგისტრირება უფასოა და მიწის ნაკვეთის ოდენობა განსაზღვრული არ არის. კურორტს ბეშუმის ტერიტორიაზე უფასო რეგისტრაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. კურორტის გარე უბნებში მცხოვრებლებთა მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია კი ჯერ არ დაწყებულა.