8 აგვისტოს აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლურად ავღანეთის ომში დაღუპული მოქალაქეები გაიხსენეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. მერიისა და საკრებულოს წევრებმა დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ხელვაჩაურის მერმა სამომავლოდ საერთო მემორიალის გახსნა დააანონსა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სახელებს გააერთიანებს.