ხე-ტყის სამასალედ გამოყენების მოთხოვნით ქობულეთის მერიას განცხადებით 380-მა ადამიანმა მიმართა. სატყეო სააგენტოსგან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 400 კუბური მეტრი ტყის ფონდი მიიღო. 380 მსურველიდან უწყება დაახლოებით 40-ს დააკმაყოფილებს. ტყის ფონდის განაწილების საკითხზე მერია დღეს იმსჯელებს.
გადაწყვეტილებას სპეციალურად შექმნილი კომისია მიიღებს. მერიაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. მერის მოადგილის ინფორმაციით, ნებართვების გაცემის შედეგად ხეები არ მოიჭრება, გამოყენებული იქნება მხოლოდ დაზიანებული ტოტები.