„ილიას მარანი“ - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი ხელვაჩაურში

04 აგვისტო 2018, 00:00 2455 ნახვა

“ილიას მარანი” კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით. სოფელ ჩიქუნეთში შუა საუკუნეებით დათარიღებულ 8 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის მარანს, მალაყმაძეების წინაპრები ღვინის წარმოებისთვის იყენებდნენ. სწორედ წინაპრის პატივსაცემად უწოდა ოჯახის უფროსმა მარანს “ილიას” სახელი.

მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე. აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მსგავსია ჩაისუბნის გორანამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებთან და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხებთან. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერ ძეგლის მდგომარეობას სწავლობენ, შემდეგ კი არქეოლოგიური  სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში