იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საოპერო მუსიკალური კონცერტი გაიმართა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში. შესრულდა წამყვანი პარტიებიდან და ოპერებიდან ცნობილი არიები.
ღონისძიებაში საოპერო მომღერლები და ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა, მამულა ალაფიშვილის დირიჟორობით.
საღამო გამორჩეული იყო იმითაც, რომ საქართველოში პირველად შესრულდა საოპერო ნაწარმოები მიკელეს არია “ტაბარო”.
იტალიელი კომპოზიტორის , ოპერები, მათ შორის „ბოჰემა“, „ტოსკა“, და „ტურანდოტი“, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული ნაწარმოებებია ამ ჟანრის ისტორიაში.