ტაივანში სავაჭრო ცენტრში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

13 თებერვალი 2025, 09:01 91 ნახვა

ტაივანის ქალაქ ტაიჩუნგში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაზის სავარაუდო აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი დაშავდა.

აფეთქება შენობის მე-12 სართულზე მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები  მიმდინარეობდა - ნათქვამია ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში.   

ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინ-ტემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და სამართალდამცავ ორგანოებს აფეთქების მიზეზების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში