შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე - გამოფენა მუზეუმში

01 ნოემბერი 2024, 10:55 375 ნახვა

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე ფონდში დაცული შავ ზღვაში და მის სანაპირო მდინარეებში გავრცელებული თევზების ფიტულები, უხერხემლოები, კიბორჩხალები, მოლუსკთა ნიჟარები გამოიფინა.

შავი ზღვის უნიკალურობის შესახებ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეები გაეცნენ და ექსპონატები გაათვალიერეს.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 1997 წლიდან აღინიშნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში