ზუბალაშვილის 20 ნომერში კომერციული ფართის მშენებლობას კორპუსში მცხოვრები მეზობლები ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ ტიპის სამუშაოები დაუშვებელია, რადგან სახლი ავარიულია. ამხანაგობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ბინის მფლობელს მეზობლების თანხმობა არ აქვს, რაც მერიის სანებართვო დოკუმენტაციისთვის არის საჭირო. ისინი საკითხის გარკვევამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. ადგილზე მივიდნენ სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები.
მონიტორინგის ჯგუფმა სამუშაოები არ შეაჩერა, რადგან მათი თქმით, სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ შორის არქიტექტორის სამსახურს მიერ პროექტზე გაცემული ნებართვა არსებობს. ბინის მესაკუთრე კომენტარს არ აკეთებს.