კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი დღეს იხსნება

01 აგვისტო 2018, 00:00 2636 ნახვა

კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი დღეს იხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11 საათიდან 16საათამდე იმუშავებს. კურორტიდან შესაძლებელია სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე გადასვლა, მათ შორის, ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე.

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 110 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კურორტ გოდერძიზე ამჟამად სასტუმროს ტიპის ორ და ოთხნომრიანი შვიდი კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებს.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი