საქართველოს ნაკრები სექტემბრიდან ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩაერთვება

04 ივლისი 2024, 10:35 926 ნახვა

ევრო 2024-ის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს სექტემბრიდან ერთა ლიგის ახალი გათამაშება ელოდება.

ორ თვეში ვილი სანიოლის გუნდი პირველად ამ ტურნირის ისტორიაში  B დივიზიონში გამოვა.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, ჩეხეთი და ალბანეთი იქნებიან.

ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

  • საქართველო - ჩეხეთი (I ტური, 7 სექტემბერი)
  • ალბანეთი - საქართველო (II ტური, 10 სექტემბერი)
  • უკრაინა - საქართველო (III ტური, 11 ოქტომბერი)
  • საქართველო - ალბანეთი (IV ტური, 14 ოქტომბერი)
  • საქართველო - უკრაინა (V ტური, 16 ნოემბერი)
  • ჩეხეთი - საქართველო (VI ტური, 19 ნოემბერი)

ერთა ლიგის ამ გათამაშებას გავლენა ექნება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად.
2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებეს, სადაც 48 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში