პროგრამისთვის, როლითაც გასულ წლებში ათობით მოქალაქემ ისარგებლა, წელს თანხა არაა გათვალისწინებული. საუბარია ხულოს მერიაზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სთავაზობდა მოქალაქეებს 10 ათას ლარს სიძველისგან დაზიანებული სახლის გამოსაცვლელად.
მერიაში ამბობენ რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ პროგრამისთვის ფული აღარ დარჩა, თუმცა გაითვალისწინებენ სამომავლოდ. ცნობისთვის მერიას ამორტიზებული სახლის გამოცვლისთვის წელს უკვე მიმართა 80-მა ოჯახმა.