ბათუმის ოლქში საჩივრებს განიხილავენ

29 ოქტომბერი 2017, 00:00 2160 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების  ,, სამართლიანი არჩევნებისა’’ და ,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის’’  მიერ არჩევნების დღეს უბნებზე დაწერილ საჩივრებს  ბათუმის #79-ე  საოლქო კომისია სავარაუდოდ დღეს განიხილავს, როგორც იურისტი  ზვიად სურმანიძე ამბობს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებენ.  

გუშინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ   არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები მხოლოდ ერთ ნაწილში დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ბათუმის #79-ე  ოლქს დაავალა იმსჯელოს საჩივრების  განხილვაზე, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, თუმცა  უბნის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში ,, სამართლიანი არჩევნებისა’’ და ,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’   სარჩელი არ დააკმაყოფილა.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ანა მდინარაძე იზიარებს სასამართლოს პოზიციას და გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს, თუმცა სატელევიზო კომენტარი არ გაუკეთებიათ.  “სამართლიანი არჩევნები” #29-ე უბანზე, დანომრილი ბიულეტენების გადათვლას მოითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში