19 იანვარს მერაბ დვალიშვილი ქამარს ახალი ეკიპირებით დაიცავს

16 იანვარი 2025, 09:50 75 ნახვა

19 იანვარს, UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. აღნიშნულ ბრძოლაში მერაბის შორტზე ვიხილავთ წარწერას: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".

მერაბისთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება, რომელიც მან შარშან შონ ომალის დამარცხებით მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ამავე დღეს საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი არმან ცარუკიანი ქამრისთვის ბრძოლაში ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში