ბათუმის „დინამოს“ სამზადისი ახალი სეზონისთვის 

16 იანვარი 2025, 10:08 104 ნახვა

''დინამო'' ბათუმი ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი შეკრებას თურქეთში გაივლის სადაც რვა ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ზღვისპირელების მეტოქეები იქნებიან: ოლექსანდრია, მოტორი ლუბლინი, ვეილე, პოლესია, კარპატი, რიგა, ზორია და ვორსლა. მატჩები 20 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

რაც შეეხება ახალწვეულებს, კლუბი მათ შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში წარადგენს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში