ინდოეთში სმოგმა ჯანმრთელობის პრობლემები და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია

13 ნოემბერი 2024, 13:33 308 ნახვა

ნიუ დელი ტოქსიკურმა სმოგმა მოიცვა. იგი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ჰაერის  ტემპერატურა დაეცა და სეზონური ზამთრის ნისლი დაიწყო. ქალაქის ზოგიერთ რაიონში გართულებულია ხილვადობა, რამაც სატრანსპორტო   და ავიამიმოსვლაზე  იმოქმედა.

აეროპორტში გადაიდო ფრენები. სმოგმა ასევე იმოქმედა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ადამიანებს სუნთქვის გაძნელება და სახესა და ყელზე წვის შეგრძნება აღენიშნებათ. 

ხელისუფლებამ ადგილობრივებზე სმოგის ზემოქმედების შესამცირებლად დახურა სკოლები, დააწესა შეზღუდვები კერძო მანქანებზე და შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში