პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა - ირაკლი კუპრაძე

12 ნოემბერი 2024, 17:17 255 ნახვა

"პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა.

80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება. 

პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ",- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე.

 "კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში სხვა ლიდერებთან ერთად გადაღებულ , განცხადებაზე ხელმოწერის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი