უკრაინას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის იმედი აქვს, რომ არ მიატოვებს უკრაინას აგრესორი რუსეთის პირისპირ და შეასრულებს მიცემულ პირობას ომის სწრაფად დასრულების შესახებ. თავის საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიევისთვის აშშ-ის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბებს აკრიტიკებდა და პირობას სდებდა, რომ რუსეთთან ომს სწრაფად დაასრულებს, თუმცა არ უთქვამს როგორ.