ესპანეთში კატასტროფული წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან 

05 ნოემბერი 2024, 09:19 234 ნახვა

ვალენსიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. სტიქიის რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.  დამატებით 2 ათას 500 ჯარისკაცი გაიგზავნა ესპანეთის აღმოსავლეთით წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მხარეში და სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო.

მანამდე ვალენსიაში 5 ათასი ჯარისკაცი ჩავიდა, რომლებიც საკვებისა და სასმელი წყლის განაწილებაში, ქუჩებისა და შენობების ტალახისგან და ნამსხვრევებისგან  გაწმენდაში მონაწილეობენ.

კატასტროფულ წყალდიდობას სულ მცირე 217 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაშია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში