33 ოჯახს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება

13 აპრილი 2017, 00:00 4407 ნახვა

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოში, სოფელ თხილვანაში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს დახმარება გაეწევა, რისთვისაც  ბიუჯეტიდან  750 000 ლარი გამოიყოფა. გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

სოფელ  ქვედა თხილვანაში მცხოვრები 28 ოჯახი, უსაფრთხო საცხოვრებლის შეძენისაძენად   25, 000 - 25, 000 ლარს მიიღებენ. ეს ოჯახები სტიქიის შედეგად დაზარალებულები არიან.

 პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდებიან მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან სხვა ტიპის დახმარება არ მიუღიათ. რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს, რის შემდეგაც მოსახლეობას თანხა დაერიცხება,

 ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას კი დაევალა გააკონტროლოს ეკომიგრანტების მიერ თანხის მიზნობრივად ხარჯვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი