უკრაინაში ომი როგორც კი დასრულდება, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება - პრემიერი

17 სექტემბერი 2024, 16:04 154 ნახვა
 

გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება ჯანსაღი კომუნიკაცია პარტნიორებთან, რომელიც იქნება ორიენტირებული, იმაზე რომ მომავალი წლიდან აღდგეს ურთიერთობები, რომელსაც მიადგა სერიოზული ზიანი წინა ელჩის პირობებში.

"ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლიდან. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება, პირიქით, იდგმება კონტრპროდუქტიული ნაბიჯები. ამიტომ, ჩვენ გვექნება მაქსიმალურად ჯანსაღი, კონსტრუქციული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც ერთადერთ რამეზე იქნება ორიენტირებული, რომ ჩვენ მომავალი წლიდან მაქსიმალურად აღვადგინოთ ჯანსაღი ურთიერთობები, რომელსაც მიადგა სერიოზული ზიანი წინა ელჩის პირობებში, მთელი 4 წლის განმავლობაში. წინა ელჩი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში