ელენე ხოშტარიას თავი მოაქვს მთავარ ანტირუსად, ამ დროს, რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება კონკრეტული თანხები - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:45 200 ნახვა

ელენე ხოშტარია არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს მთავარ ანტირუსად, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს, რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება კონკრეტული თანხები, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

„ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება კონკრეტული თანხები.

ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გამოიტანოს თავისი დასკვნები“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი