აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის - ბაიდენი

17 სექტემბერი 2024, 09:48 200 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო საიდუმლო სამსახური ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მორიგი თავდასხმის მცდელობის დროულად აღკვეთისთვის.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს  ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს ორი მუხლით მას შემდეგ, რაც ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გოლფის მოედანზე ბუჩქებში დამალული თოფით შენიშნეს.

მას ჯერჯერობით ბრალი  ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და  წაშლილი სერიული ნომრით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაში წარუდგინეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში