მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს - მამუკა მდინარაძე

15 სექტემბერი 2024, 11:36 175 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთ პატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს.

მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადების ირგვლივ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება.

ბიძინა ივანიშვილმა გორში, მოსახლეობასთან წინასააარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ "აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ", 2008 წელს, ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. 

„მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. (იხ. გარესამთავრობოებისა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების დღევანდელი რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე).

 

პ. ს. ნაცების ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ: არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ! ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!..


#აფხაზეთისაქართველოა


#სამაჩაბლოსაქართველოა“, - წერს მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი