ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა 

18 მაისი 2024, 09:10 456 ნახვა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა – გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები.

„ეს ჯილდო დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის პირადად ჩემი და, უპირველესად, მთელი გუნდის შრომის აღიარება. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მშვენიერია, მაგრამ ჩვენ, როგორც გუნდს, ჯერ ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი გვაქვს მისაღწევი, ბუნდესლიგის ბოლო ტურში „კლაგენფურტთან“ გადამწყვეტი თამაში უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონები გავხდეთ,“ – განაცხადა  კიტეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა წელს გუნდთან ერთად ავსტრიის თასი უკვე მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი