ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშენს“ ესტუმრა და 7:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემტევი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ორი საგოლე შეტევა წამოიწყო. ანგარიში მე-16 წუთზე ჟოაუ ნევეშმა გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე მასპინძელთა კარი გონსალო რამოშმა აიღო. ლიუის ენრიკემ კვარაცხელია 62-ე წუთზე შეცვალა.
მანამდე ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რომელიც რამოშმა 48-ე წუთზე გოლად აქცია. პორტუგალიელმა მალე ჰეთთრიკიც შეასრულა, „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.