ალექსანდრა კუვაევა ფარიკაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

28 თებერვალი 2025, 09:45 291 ნახვა
00:00
00:00

თურქეთში ფარიკაობაში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.  ალექსანდრამ მეოთხედფინალში იტალიელი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ამ ეტაპზეც მისი მეტოქე იტალიელი მოფარიკავე იყო, რომელსაც 15:11 სძლია და ფინალში იასპარეზა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა 5:15 დათმო ბრძოლა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იუნიორ ქალთა კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში