სარეიტინგო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

28 თებერვალი 2025, 09:18 60 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბოლო საშეჯიბრო დღეს ოთხ წონით კატეგორიაში შვიდმა ქართველმა იასპარეზა.

ოქროს მედლისთვის იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელიც ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიკმაევთან დამარცხდა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. ტირანაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს გივი მაჭარაშვილმა და დავით ფირუზაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ტარიელ გაფრინდაშვილი ბრინაჯოს მედლის მფლობელი გახდა.

საერთო ჯამში კი ტირანაში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი