ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

28 თებერვალი 2025, 09:19 86 ნახვა

უნგრეთი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მოკლე პროგრამით იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა, ინგა გურგენიძემ, რომელმაც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურგენიძემ მსაჯებისგან 67.47 ქულა დაიმსახურა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია.

ქართველი ფიგურული მოციგურავე თავისუფალი პროგრამით პირველ მარტს წარდგება.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ინგა გურგენიძე „ბაკურიანი 2025“-ის ჩემპიონია. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი