სარეიტინგო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 

27 თებერვალი 2025, 09:04 71 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ექვს წონით კატეგორიაში იასპარეზეს, თუმცა მედლის მოპოვება მხოლოდ 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტარიელ გაფრინდაშვილმა შეძლო.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი მოჭიდავე 0:8 მარცხდებოდა ყირგიზ მეტოქესთან, თუმცა სუფთად გამარჯვება მოახერხა და ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

დღეს ტირანაში მედლებისთვის ოთხ წონით კატეგორიაში შვიდი ქართველი იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი