თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა

17 მაისი 2024, 09:55 310 ნახვა

იტალიის სერია ეი-ს პლეი-ოფის პირველ რაუნდში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტრონტონას“ ხვდება. პირველი ორი მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით დასრულდა და გუნდი სერიაში 2:0  დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირველი ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ის მოედანს მესამე მატჩში დაუბრუნდა, თუმცა „ბოლონია“ მესამე შეხვედრაში 81:91 დამარცხდა.

თორნიკემ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და ერთი დაფარება მიითვალა.

სერიის ანგარიში ორით ერთია ბოლონიელთა სასარგებლოდ. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ისევ სტუმრად გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში