ვაკო ყაზაიშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა "შანდუნ ტაიშანის" რთულ საშინაო გამარჯვებაში "შენჟენთან", რომელიც მისმა გუნდმა 3:2 მოიგო.
ქართველმა შემტევმა ჯერ საგოლე პასი შეასრულა, რითაც მისი გუნდი დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე თავად გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ყაზაიშვილის აქტივში ახლა 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
12 ტურის შემდეგ "შანდუნი" მეოთხე ადგილზეა.