რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ზიანი ექვს რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებს მიადგა. ასევე, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.