პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.