კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
შედეგად, ის უძრავი ქონება, რაც ბაჩიაშვილის 2,5 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად იყო დაყადაღებული, „თანხის ამოღების მიზნით“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა. წარდგენილ ბრალდებაში გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებები ჯამში 9-12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.