დიდი ბრიტანეთი ისრაელს პასუხისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

15 აპრილი 2024, 14:05 364 ნახვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ისრაელს მოუწოდებს, არ მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში და არ მიმართოს საპასუხო ზომებს ირანის თავდასხმის შემდეგ.

„მრავალი კუთხით, ეს იყო ორმაგი მარცხი ირანისთვის. თავდასხმა იყო თითქმის სრული ჩავარდნა და მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ისინი რეგიონში მავნე გავლენას ახდენენ. ასე რომ, იმედი გვაქვს, საპასუხო რეაგირება არ იქნება“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დევიდ ქემერონის თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან იმუშავებს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი