სინგაპურს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

15 აპრილი 2024, 14:04 435 ნახვა

სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა 72 წლის ლი ჰსიენ ლუნგმა განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან 15 მაისს გადადგება და უფლებამოსილებას ლოურენს ვონგს გადასცემს. ახალი პრემიერი ფიცს იმავე დღეს დადებს.

"მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას თავმდაბლობით და მოვალეობის ღრმა გრძნობით", - თქვა ვონგმა ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. 51 წლის ვონგი ამჟამად სინგაპურის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია.

ლი ჰსიენ ლუნგმა თანამემამულეებს მიმართა თხოვნით სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ მომდევნო პრემიერის და ითანამშრომლონ  მასთან "სინგაპურის ნათელი მომავლისთვის".

ლი ჰსიენ ლუნგი სინგაპურის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2004 წლის აგვისტოდან იკავებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში