ისრაელმა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სტრატეგიული ალიანსი შექმნას

15 აპრილი 2024, 08:54 343 ნახვა

ისრაელს შეუძლია შექმნას სტრატეგიული ალიანსი ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც თეირანის  მასშტაბური  სარაკეტო თავდასხმა ისრაელმა მოკავშირეებთან ერთად წარმატებით მოიგერია - ამის შესახებ  ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა. კამიკაძე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალებაში ისრაელს  შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები დაეხმარნენ - თქვა გალანტმა საჰაერო თავდაცვის სისტემის დათვალიერების დროს, რომელიც  სარაკეტო თავდასხმის შეჩერებაში მონაწილეობდა. 

დანიელ ჰაგარიმ კი სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ  ისრაელმა შეტევითი და  ასევე თავდაცვითი მოქმედებებისთვის    ოპერატიული გეგმა დაამტკიცა. 

რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ქმედებებს, ისრაელის ომის კაბინეტში ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

აშშ-მა ისრაელს მკაფიოდ განუცხადა, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებში ვაშინგტონი არ ჩაერთვება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი