ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული რაკეტების 99% ჩამოაგდო - ჰაგარი

14 აპრილი 2024, 20:08 300 ნახვა

,,ჭეშმარიტი დაპირება“ - ასე დაარქვა ირანმა ოპერაციას, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმა და რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ახლა ისრაელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი იქნება მისი საპასუხო რეაქცია.

ამაზე თავდაცვის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. არადა, ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელზე განხორციელებულ იერიშებამდეც და ახლაც იმეორებს, რომ უყოყმანოდ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“.

ისრაელმა 331 გაშვებული დრონიდან და რაკეტიდან თითქმის უმეტესობა ჩამოაგდო, მას ამაში მოკავშირეებიც დაეხმარნენ.

ჩაინიშნა დიდი შვიდეულის შეხვედრა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი