ჩილეში თებერვალში ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცება და მკვლელობა ვენესუელიდან იყო დაკვეთილი და სავარაუდოდ პოლიტიკური ხასიათისაა - აცხადებს ჩილეს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ მთავრობა შეეცდება ვენესუელაში გაქცეული ორი ეჭვმიტანილის ექსტრადირებას.
21 თებერვალს გამთენიისას 32 წლის რონალდ ოხედა, ყოფილი ვენესუელელი ლეიტენანტი, რომელსაც ვენესუელა მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს, ჩილეს პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს სანტიაგოში მისი ბინიდან გამოჰყავთ.
ეს კადრები სათვალთვალო კამერიდან არის ამოღებული. მისი ცხედარი კი 2 მარტს სანტიაგოს გარეუბანში ცემენტში ჩაფლულ ჩემოდანში იპოვეს.