მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

14 თებერვალი 2024, 12:08 398 ნახვა

მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება და ადრეული კვლევები დაფინანსდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.

„ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს და პრემიერს წერილით მიმართეს, რომ მკურნალობა სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს და გაუქმდეს წლიური 25 000-ლარიანი ლიმიტი, ეს არის თანხა, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში ერთ ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში