ცესკოს თავმჯდომარის და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

13 თებერვალი 2024, 11:45 466 ნახვა

2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი - ეს იყო მთავარი თემა ცესკოს თავმჯდომარის და საქართველოში აშშ-ის ელჩის შეხვედრის დროს.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად. 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოც. ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანი საქართველოში საარჩევნო პროცესის განვითარებაზე მხარდაჭერაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი