სადაო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის საჭირო კვორუმი და უქმდება თავმჯდომარის მოადგილის ის პოზიცია, რომელსაც პარტიული პირი იკავებდა.
სწორედ მოადგილის არჩევის წესის ცვლილებაა ოპოზიციისთვის მიუღებელი. ოპონენტები სახელისუფლებო პარტიას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
ამბობენ, რომ თუ პროექტი კანონად იქცევა ის ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან მანიპულაციაზე საუბრობს. ცვლილება მეორე მოსმენით მიღებულია.
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 3-ეტაპიანი იქნება. თავმჯდომარის ასარჩევად, პირველ ჯერზე 90 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. თუ საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა 76 ხმით დამტკიცების ორი შესაძლებლობაა და დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეს არა დროებით, არამედ 5 წლის ვადით აირჩევენ.