საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრები დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში უკვე შეხვდა მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და თეონა აქუბარდიას.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის''.