უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში პლენარული სესია იწყება, ამ სხდომით დღეს საშემოდგომო სესია დაიხურება. დეპუტატები ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე იმსჯელებენ, რომელთა მიხედვითაც ცვლილება უნდა შევიდეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, ასევე გამარტივებული წესით განიხილავენ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“. ასევე პირველი მოსმენით განიხილავენ აჭარის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ კანონპროექტს.