თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტად კენჭისყრას განიხილავს. ამის შესახებ ერდოღანმა თავად განაცხადა.
ქალაქ შანლიურფაში ჩასულ ერდოღანს ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
„მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე“, – თქვა ერდოღანმა.
თურქეთში, ბოლო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.